სოსო გოგაშვილი

ბრეგაძე: არ ვიცი, გოგაშვილი რაზე საუბრობს, საშხაპეში შესვლის უფლება ყველა პატიმარს აქვს

ბატონი გოგაშვილი საუბრობდა იმის შესახებაც, რომ მისი შეხვედრა შედგა ოჯახის წევრებთან. რა თქმა უნდა, ამას დავადასტურებთ, რომ ნამდვილად შედგა ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახის წევრებთან მისივე თხოვნითა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფით საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, სხვათა შორის, ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით...  

მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მე ვიცი ის, რომ ის თანამშრომლებთან, მათ შორის, ექიმებთანაც ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით, იმიტომ, რომ მისი ყოფაქცევა არის დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული.  

პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერცერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება. [...] ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი და, ბუნებრივია, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში. 

ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე. სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, გოგაშვილი ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ტელეფონით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ესაუბრა. ადვოკატის ცნობით, გომელაური მას დაემუქრა. მანამდე გოგაშვილმა დაწერა, რომ ოჯახისა და მისი განადგურების შესახებ მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. 

კომენტარები