რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

მარინა ოვსიანიკოვა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

განცხადების მიხედვით, ოვსიანიკოვას ბრალად ედება ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე. რუსული კანონმდებლობის მიხედვით დანაშაული 10 წლამდე პატიმრობით არის დასჯადი.

15 ივლისს ოვისანიკოვამ გამართა ერთკაციანი აქცია, რომელზეც ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით: "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები. 352 ბავშვი მოკვდა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ შეჩერდეთ?".

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისის პირველ თვეებში, 14 მარტს მარინა ოვსიანიკოვა პირველი არხის საინფორმაციო გადაცემის პირდაპირ ეთერში გამოჩნდა ანტისაომარი პლაკატით, რომელზეც ეწერა: "არა ომს. შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

ამ ქმედების შემდეგ მოსკოვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლო ჟურნალისტს რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მუხლით ედავებოდა, რომელიც საჯარო ღონისძიების გაფრთხილების გარეშე ჩატარებას ზღუდავს.

მას შემდეგ, რაც ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხიდან გაათავისუფლეს, მან რამდენიმე თვე უცხოეთში გაატარა. რამდენიმე თვის წინ ის სტაჟირებას გადიოდა გერმანულ მედია Die Welt-შ

კომენტარები