რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა

სასამართლო ჟურნალისტს რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მუხლით ედავებოდა, რომელიც საჯარო ღონისძიების გაფრთხილების გარეშე ჩატარებას ზღუდავს.

"მე არ ვაღიარებ დანაშაულს, ეს იყო ჩემი ომის საწინააღმდეგო განცხადება". – თქვა სასამართლო პროცესზე ოვსიანიკოვამ.

ჟურნალისტი უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით რუსეთის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში 14 მარტს გამოჩნდა.

"შეაჩერეთ ომი, არ დაიჯეროთ პროპაგანდის, აქ თქვენ გატყუებენ". – ეწერა ბანერზე.

კომენტარები