რუსი ტურისტები საქართველოში

ივლისში საქართველოს საზღვარი 156 737-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განახლებადი სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საზღვარი 156 737-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემზე 5-ჯერ მეტი, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის სტატისტიკასთან შედარებით 3 000-ით ნაკლებია. 

COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, 2020 და 2021 წლებში რუსი ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, საქართველოში 2020 წლის ივლისში  4 191, ხოლო 2021 წელს - 25 059 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

საერთო ჯამში, 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 668 983 შეადგინა. ხოლო, გასულ 7 თვეში საქართველოს 2 344 329 ტურისტი ეწვია. 

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილს სომხეთის (2022 წლის ივლისში 103 906 ტურისტი შემოვიდა), ხოლო მესამე ადგილს თურქეთის მოქალაქეები (2022 წლის ივლისი - 95 989) იკავებენ. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა.

კომენტარები