რუსი ტურისტები საქართველოში

ზარქუა: საქართველო ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, რუსეთიდან რიგები დგას

ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, რუსეთიდან იქ რიგები დგას. ჩვენი ძალოვანი სამსახურები, კანონის შესაბამისად მათ ფილტრავენ. მათ, ვინც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია, უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე აბრუნებდნენ. ახლა რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა იმიტომ, რომ სავარაუდოდ, პუტინის რეჟიმი ბოლო დღეებს ითვლის. მეგობრებო, ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ თუ არ ვცდები, იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი და იმ ტურისტებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ფულის დახარჯვა, დასვენება და ა.შ. უნდათ, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩვენ მივიღებთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების დიდი რიგები შეინიშნება.

კომენტარები