რუსი ტურისტები საქართველოში

რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს

ივნისის თვეში რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები კიდევ ექვსი ქალაქიდან დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

"ბათუმი იმყარებს პოზიციას, როგორც რუსი მოგზაურებისთვის ზაფხულში დასასვენებელი საყვარელი ადგილი." – წერს რუსეთის ინტერესთა სექციის ტელეგრამ-არხი.

არსებული ცნობებით, მიმდინარე თვეში რუსულმა ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კიდევ 6 ქალაქიდან დაამატა – ვოლგოგრადი, ორენბურგი, პერმი, სარატოვი, ტიუმენი და ჩელიაბინსკი. 

ცნობისთვის, ამ სეზონზე Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს ჯამში 15 რუსული ქალაქიდან შეასრულებს.

კომენტარები