ლატვია-საქართველო

ლატვიის საგარეო: ვგმობთ რუსეთის საქართველოში შეჭრას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქვეყანა გმობს საქართველოში რუსეთის შეჭრას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

"გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს რუსეთის საქართველოში ცინიკური შეჭრას, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთკავკასიაში და მოიტანა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი". - წერს Twitter-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში. 

კომენტარები