ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
აღნიშნული პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
"იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ორი მოქალაქის ლატვიის რესპუბლიკის პერსონა ნონ გრატას სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მათ ლატვიაში შესვლა უვადოდ აეკრძალათ" - ნათქვამია განცხადებაში.





