რუსი ტურისტები საქართველოში

რუსული მედია: ქართველებს ხელისუფლებამ რუსების ჩაგვრაზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა

Irakli Kobakhidze / Facebook

"ქართველებს ხელისუფლებამ რუსების ჩაგვრაზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდეს".- ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია Lenta. ru სტატიას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 5 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებზე, მას ციტირებს და მესიჯბოქსებს უწონებს. 

"პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელის თქმით, ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი ტელეარხები და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დროს აქტიურად აწარმოებენ "შოვინისტურ და ქსენოფობიურ"კამპანიას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ავტორებს "არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან" და მათი ერთადერთი მიზანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნა".- წერს გამოცემა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარეს კიდევ ერთი პროპაგანდისტული მედია РИА Новости ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ქართული ოცნება ოპოზიციას ანტირუსულ კამპანიაში ადანაშაულებს"

სტატიაში აღნიშნულია, რომ ირაკლი კობახიძის აზრით, ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები ქვეყანაში ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ რუსი ტურისტების წინააღმდეგ.

interfax წერს, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია ლელოს მოწოდებები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

კრემლის კიდევ ერთი მედია წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლება რუსების წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციების შესახებ იტობინება".

"საქართველოში სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო პროვოკაციები რუსების დამოკიდებულების შესახებ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ქსენოფობიური სენტიმენტების გაღვივებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოსული რუსების მიმართ.".- ვკითხულობთ სტატიაში. 


კობახიძის თქმით, თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი, ეს სწორედ რუსების მიმართ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. მისივე მტკიცებით, ამის ერთადერთი მიზანი საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტად ქცევაა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი.

კომენტარები