კობახიძე რუსებზე: სწორედ ეს ქსენოფობიური კამპანიაა ქვეყნისთვის საფრთხის შემქმნელი

განცხადებებზე, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში რუსეთიდან არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურის თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. მარტში ამ კამპანიის შედეგად მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებს და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები