1968 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ჩეხოსლოვაკია, ამის გამო ბაბუათქვენი ხომ არ იყო ცუდი კაცი, ან ბაბუაჩემი? აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი - როდესაც ქსენოფობიური კამპანია არის აგორებული და ცდილობენ ზიზღის გაღვივებას რიგითი რუსის მიმართ, ეს არის სამარცხვინო ქმედება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა იმისა, რომ ერთადერთი მიზანი რასაც ეს ემსახურება არის უბიძგონ ქვეყანას ომისკენ. ეს არის სამარცხვინო, ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.
რუსი ტურისტები საქართველოში
კობახიძე: 1968 წელს სსრკ-მ ჩეხოსლოვაკია დაიპყრო, ამის გამო, ბაბუაჩემი ცუდი კაცი იყო?
tbl.ge/63kx
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.
ამავე თემაზე
- ბოკერია რუსების შემოსვლაზე: მტერს შესაძლებლობებს უფართოვებს, რომ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს
- ზარქუა: საქართველო ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, რუსეთიდან რიგები დგას
- კობახიძე: იმის აუცილებლობა არ არსებობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადავხედოთ
- კალაძე: ტურისტების შემოდინებას მივესალმებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ
- ივლისში საქართველოს საზღვარი 156 737-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა – სტატისტიკა