გენოციდი

ჩერგოლეიშვილი: ანტიდასავლურ პროპაგანდას მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაუპირისპირდე

იმ აღვირახსნილ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რაც ჩვენს ქვეყანაში გვესმის, შეიძლება მხოლოდ სიმართლით დაუპირისპირდე. ქართველები დავიჩაგრეთ, მაშინ როცა რუსეთი გენოციდს გვიწყობდა, არც სოცმედია იყო და არც დასავლური განწყობა იყო ისეთი, რომ რუსეთის დანაშაულები ადეკვატურად შეგვეფასებინა. ჩვენი მოვალეობა და ჩვენი ვალია, რომ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ და ის, რაც აფხაზეთში 1992-1993 წლებში მოხდა, გენოციდად შევაფასოთ.

ამაზე მოძრაობა დავიწყეთ მაისში, ეს მოძრაობა გაფართოვდება, დღეს ეშვება კამპანია, სადაც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავს თავის აზრს აფხაზეთში მომხდარის შესახებ, იმისთვის, რომ საერთაშორისო დისკუსია დაიძრას, იმისთვი, რომ გაირკვეს, ვინ არის ჩვენი მტერი და მეგობარი, იმისთვის, რომ ჩვენს მტერზე, პუტინის რუსეთზე, ნებისმიერ რუსეთზე, რომელიც აგრესიას გამოხატავს და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ვერ ეგუება, ადეკვატური აზრი ჩამოყალიბდეს და ჩვენი მოსახლეობაც აიცრას ამ ბოროტების იმპერიაზე.

ამბობს ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

კომენტარები