რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგიამ უკრაინას IVECO LAV III-ის ტიპის 14 შეჯავშნული ავტომობილი გადასცა

IVECO LAV III

ნორვეგია უკრაინას IVECO LAV III ტიპის 14 საპატრულო შეჯავშნილ ავტომობილს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც ნორვეგიის მთავრობის გვერდზე ამბობენ, მანქანას კარგი მობილობა და დაცვა ახასიათებს. ასეთ მანქანებს ნორვეგიის ძალები ავღანეთში იყენებდნენ.

"ნორვეგია უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის შეტანას განაგრძობს". – წერენ ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე.

კომენტარები