რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საელჩო ბრიტანეთში: აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ

აზოვის პოლკის მებრძოლი

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აზოვის ბატალიონის წევრები "სიკვდილით დასჯას იმსახურებენ".

"აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ არა იარაღით, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ". - წერია განცხადებაში.

Twitter-ის განცხადების მიხედვით, "ეს ტვიტი არღვევს Twitter-ის წესებს სიძულვილით მოტივირებული ქცევის შესახებ. თუმცა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი დარჩება".

კომენტარები