ტრაგედია გუდაურში

ევროკავშირის დელეგაცია: ვუსამძიმრებთ გუდაურში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

"ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში უსამძიმრებს გუდაურში, სამაშველო ოპერაციაზე ტრაგიკულად დაღუპული მამაცი ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახებსა და მეგობრებს". – წერია დელეგაციის განცხადებაში.

29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი, უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა.

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები