გუდაური

გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გუდაურში მსგავსი შემთხვევა პარაპლანით ფრენისას 16 ივლისსაც მოხდა - პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები