ტრაგედია გუდაურში

მდინარაძე გუდაურზე: ვერტმფრენი გამართული იყო, საპირისპირო მტკიცებულება არავის სმენია

როგორც ჩანს, ის ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო და საპირისპირო მტკიცებულება ჯერჯერობით არავის სმენია. არცერთი მტკიცებულება არ გახმაურებულა ჯერჯერობით და მე მგონია, რომ არც იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან როგორც შსს-მ გაახმოვანა, ეს ვერტმფრენები წინასწარ მოწმდებოდა, ისინი მოწმდებოდნენ და აბსოლუტურად გამართული იყო. პროფესიონალები მართავდნენ და ნარატივი - "რატომ ვერ ახერხებს გამართული ვერტმფრენის შეძენას თუ გამართვას", უკვე ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამართული ვერტმფრენი სამაშველო ღონისძიებებს ატარებდა და საუბედუროდ, მოხდა უბედური შემთხვევა.

ამბობს ქათული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდოინარაძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე. 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა - ინსტრუქტორი დაშავდა, მასთან ერთად მყოფი ტურისტი კი მოგვიანებით დაიღუპა. მათ გადასარჩენად წასული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

კომენტარები