რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას 16 ხიდის გამდებ ტანკს გადასცემს

Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკი
bundeswehr.de

გერმანია უკრაინას Biber-ის ტიპის 16 ხიდის გამდებ ტანკს გადასცემს. 

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს. 

როგორც ტვიტშია ნათქვამი, უკრაინის სახმელეთო ძალების დახმარების გასაგრძელებლად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა მათთვის 16 ხიდის გამდები ტანკის გადაცემა გადაწყვიტა.

ტანკი ბიბერი ხიდის სწრაფად შესაქმნელად გამოიყენება, რათა სამხედროებმა რთული რელიეფის მარტივად გადალახვა შეძლონ. ხიდის თითოეული ელემენტი 11-მეტრიანია, შესაბამისად ბიბერს 22-მეტრიანი ხიდის შექმნა შეუძლია. ხიდის სიგანეში 4 მეტრია. ასეთი ხიდი უძლებს მძიმე ჯავშანტექნიკასაც.

კომენტარები