რუსეთი

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ უძველეს ტაძარს მეხი დაეცა და მთლიანად დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი მეფია ავრცელებს. 

შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა. ხანძრის შესახებ შეტყობინება 26 ივლისს, 18:00 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მისვლის დროს, სამსართულიანი ეკლესიის შენობის სახურავი ცეცხლში იყო. 

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა. 

კომენტარები