2022 წელს გარდაცვლილები

89 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი ბობ რაფელსონი გარდაიცვალა

The Guardian

89 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბობ რაფელსონი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ფილტვის კიბო გახდა.

60-იანი წლების დასაწყისში რაფელსონმა სატელევიზიო სფეროში მუშაობა დაიწყო. 1966 წელს დააფუძნა როკ ბენდი The Monkeys და მათი მონაწილეობით სერიალის გადაღება დაიწყო. სატელევიზიო შოუმ, რომელიც ორი წელი იყო ეთერში რეჟისორს პოპულარობა და ემის ჯილდო მოუტანა. 

1968 წელს რაფელსონმა პირველი მხატვრული ფილმი The Head გადაიღო. სცენარი რეჟისორის მეგობარს ჯეკ ნიკოლსონს ეკუთვნოდა. რაფელსონი და ნიკოლსონი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ. 1970 წელს რაფელსონმა გადაიღო დრამა Five Easy Pieces, რომელშიც მთავარი როლი ნიკოლსონმა მთავარი როლი შეასრულა. შემდგომში ამერიკულ კინოკლასიკად აღიარებულმა სურათმა რაფელსონს ოსკარის ორი ნომინაცია მოუტანა. 1976 წელს რეჟისორმა ბოდიბილდერების შესახებ კომედია Stay Hungry გადაიღო, ფილმმა ჰოლივუდში გზა გაუხსნა იმ დროუსთვის უცნობ ბოდიბილდერს არნოლდ შვარცნეგერს(როლისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსი მიიღო). რაფელსონს ეკუთვნის 1981 წლის ფილმი Postman Always Rings Twice, ნუარ დრამაში მთავარ როლებს ჯეკ ნიკოლსონი და ჯესიკა ლანგი ასრულებენ.

რაფელსონი ასევე იყო ისეთი დიდი ამერიკული ფილმების პროდიუსერი, როგორებიც არის Easy Rider და Last Picture Show.

კომენტარები