2022 წელს გარდაცვლილები

31 წლის ასაკში ბობ მარლის შვილიშვილი, მუსიკოსი ჯო მერსა მარლი გარდაიცვალა

Hip Hop DX

31 წლის ასაკში ბობ მარლის შვილიშვილი, იამაიკელი მუსიკოსი ჯოზეფ "ჯო მერსა" მარლი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ასთმის შეტევა გახდა.

მომღერლის სიკვდილს გამოეხმაურა იამაიკის პრემიერმინისტრი ენდრიუ ჰოლნესი:

"ვუსამძიმრებ ჯოზეფის მეგობრებსა და ახლობლებს, ასევე რეგი მუსიკის მოყვარულებს. მან ადრეულ ასაკში დაგვტოვა". 

ჯოზეფ მარლი ასევე მუსიკოსის, ბობ მარლის შვილის, სტივენ მარლის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, თინეიჯერობისას იამაიკიდან ფლორიდაში გადასახლდა. პირველი ჩანაწერი Comfortable 2014 წელს გამოუშვა. 2021 წელს რეგი შემსრულებლის ბოლო ალბომი Eternal გამოვიდა.

 

კომენტარები