2022 წელს გარდაცვლილები

81 წლის ასაკში დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა

Hypebeast

81 წლის ასაკში ბრიტანელი დიზაინერი და აქტივისტი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოფიციალური Instagram გვერდი viviennewestwood ავრცელებს.

"ვივიენ ვესტვუდი დღეს, სიმშვიდეში და ოჯახის წევრების გარემოცვაში სამხრეთ ლონდონში გარდაიცვალა. 

ცხოვრების ბოლომდე ვივიენი ასხივებდა სიყვარულს, მუშაობდა საკუთარ დიზაინზე და ცდილობდა სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა". – წერს გვერდი.

ვივიენ ვესტვუდმა 70-იან წლებში მალკოლმ მაკლარენთან ერთად ტანსაცმლის მაღაზია SEX გახსნა. ახალგაზრდა დიზაინერები ტანსაცმელს პანკისა და ნიუ ვეივის მუსიკალური ჟანრების გავლენით ქმნიდნენ. მაღაზიის აქტიური მომხმარებლები იყვნენ მომავალი პანკ როკის ლეგენდის Sex Pistols-ის წევრები. 1981 წელს ვესტვუდმა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Vivienne Westwood დაარსა. 

კომენტარები