[დეოლიგარქიზაციაზე] არის კანონპროექტი, რომელიც მიიღეს უკრაინაში და უკვე ამოქმედებულიც არის ეს კანონი. ჩვენ ვთარგმნეთ ეს კანონპროექტი, პარლმანეტმა უზრუნველყო ამ კანონის თარგმნა და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე დაიწყოს მსჯელობა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც არის შექმნილი.
ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი. თუ შეჯერდება პოზიციები ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და საქართველოს რეალობაზე ადაპტირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დისკუსიისთვის, ბუნებრივია, მზად ვართ.





