აშშ-პოლონეთი

პოლონეთმა აშშ-დან 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი მიიღო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთმა 250 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ-დან 28 ტანკი უკვე მიიღო.

"პირველი 28 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკი უკვე ჩამოვიდა პოლონეთში, პოლონელი ტანკისტების მოსამზადებლად". - თქვა ბლაშჩაკმა.

მისივე თქმით, ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი. ამასთან, ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ პოლონეთმა არც ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ს Abrams-ის შედარებით ძველი გამოშვების ტანკებიც შეუკვეთა, რომლებსაც ქვეყანა მომდევნო წელს მიიღებს. ამ 116 ერთეული ტანკის სანაცვლოდ, პოლონეთმა უკრაინაში Т-72 ტიპის 240 ტანკი უნდა გააგზავნოს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკასა და არტილერიას და ამის გამო თანამედროვე ტანკების შეძენა ქვეყნისთვის აუცილებელია.

"აქედან გამომდგინარე, ჩვენთვის თავის დაზღვევა მსოფლიოში საუკეთესო და თანამედროვე ტანკების სახით, იქნება რუსი აგრესორების დაშინების გარანტია". - თქვა ბლაშჩაკმა.

კომენტარები