ბიძინა ივანიშვილის საქმე

კობახიძე: უცნაურია, რომ შვეიცარიული მედია არ ინტერესდება საქმით, ჩაძიება სჭირდება ყველაფერს

ზუსტად ისეთივე გაუგებარია ეს ყველაფერი ანუ შვეიცარიული მედიისთვის ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, მითუმეტეს სკანდალურია თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საინტერესო, მედია პირიქით იქით უნდა ეძებდეს ასეთ ინფორმაციას, თუმცა, ის, რომ მედია არ ინტერესდება ამ ყველაფრით, ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას აყენებს შვეიცარიული საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს. ამ ყველაფერს სჭირდება ჩაძიება და უნდა დავინტერესდეთ ყველა ამ ყველაფრით.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იურიდიული ფირმა ემ-ქეი-დის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულმა მედიამ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავის შესახებ მათი 7 ივლისის პრესრელიზი არ გააშუქა. ქართული ოცნების დამფუძნებლის უფლებადამცველების განცხადებით, "წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა", რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს უარის მიღმა შეიძლება "სხვა საფუძველი" არსებობდეს, რაც "მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი" იქნებოდა შვეიცარიიდან. 

კომენტარები