როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი ფეიკი ამ რეზოლუციაში და ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენთვის განსაკუთრებით, იმ ადამიანებისა და იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მიისწრაფვის, ეს არის მთავარი. როდესაც ევროპიდან ასეთი ფეიკ გზავნილი მოდის, ეს ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ეს აზიანებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად დასავლური კურსის მიმართ, ძალიან აზიანებს და ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი კურსი და სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, ეს იმას არ ნიშნავს და მეგობრობა და ჩვენი სწორი მიმართულება დასავლეთისკენ იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ არის ტყუილი და არავის დაცვას არ ემსახურება, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა, როგორც ეს თქვენ გინდათ გამოიყვანოთ, ეს ემსახურება სიმართლის დაცვას და დაცვას ევროპული პერსპექტივის.
საქართველო-ევროკავშირი
მდინარაძე პრემიერის წერილზე: ეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა
tbl.ge/62xv
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა და ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შეფასებისას აღნიშნა, რომ მასში "უამრავი დაუსაბუთებელი ჩანაწერია" და "ფაქტობრივ უზუსტობებზე" დაფუძნებულია.
მამუკა მდინარაძექართული ოცნებაირაკლი ღარიბაშვილიევროკომისიაურსულა ფონ დერ ლაიენისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე
- ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური - პაპუაშვილი ევროკომისიასთან დიალოგზე
- 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის 1-ელი შეხვედრა გაიმართება - საგარეო
- ლავროვი: საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია




