აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, შესაძლოა ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე იერიშების ბრძანება გასცეს, რადგან თეირანი შეთანხმებამდე მისვლას აჭიანურებს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
"შეიძლება გავაგრძელო... მათ აქვთ შანსი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და გადარჩნენ." - თქვა ტრამპმა Fox News-თან საუბარში, როგორც ამას თავად მედია ციტირებს.
აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი აჭიანურებს შეთანხმებას, "რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა". ტრამპი ირანს "საზღაურის გადახდით" დაემუქრა.
"ირანის არმია აბსოლუტურად მოუწესრიგებელია. მისი უდიდესი ნაწილი, როგორც საზღვაო და საჰაერო ძალების, აღარც არსებობს - ისინი აბსოლუტურად დამარცხდნენ. ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი მკვდარია!! მათ დიდი დრო მოანდომეს შეთანხმებამდე მისვლას, რაც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა. ახლა საზღაურის გადახდა მოუწევთ!" - დაწერა ტრამპმა.
ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების გამო აშშ-მ ირანზე მორიგი იერიშები მიიტანა. დარტყმებს მოჰყვა ირანის საპასუხო ცეცხლიც. მათ სამიზნეში ამოიღეს რეგიონში მდებარე ამერიკული ბაზები.





