რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ვინიცა დაბომბეს, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

ვინიცა

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ცენტრი დაბომბეს. ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 25. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. მომხდარს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს ტერორისტული ქვეყანა უწოდა. 

"ვინიცა. სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, მიმართავს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე. სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები
მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა".- წერს უკრაინის პრეზიდენტი. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები