ევროკავშირი-საქართველო

გრეგოროვა: დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და დეოლიგარქიზაცია მას ეხება

ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი, კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ესაა საკვანძო ნაწილი.

ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა ინტერპრესნიუსის კითხვის საპასუხოდ - ჰყავს თუ არა ევროპელ პარტნიორებს მხედველობაში ბიძინა ივანიშვილი, როცა საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები