საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით არის შესაძლებელი

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ზიანია უკვე რაც მოხდა, განსხვავებით უკრაინისგან და განსაკუთრებით მოლდოვასგან, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ ბევრ საკითხში ლიდერები ვყოფილიყავით და ასე იყო წლების წინ, ყველა მინუსის მიუხედავად, რომელიც საქართველოს ჰქონდა, მათ შორის ვარდების რევოლუციის შემდეგ, არ მინდა ვინმეს ეგონოს რომ დიდი ჩავარდნების ჩამოწერას ვახდენ. ჯამში ამ ქვეყანამ განაცხადი გააკეთა, რომლითაც ბევრ ჩვენს პარტნიორზე, მათ შორის მოლდოვაზე, სრული პატივისცემით მოლდოველი ხალხის, ვიყავით წინ, რეფორმების თვალსაზრისით და ახლა იმის გამო, რომ იქ ტენდენცია არის სწორ გზაზე დადგომის, ბევრი პრობლემაა მოლდოვასა და უკრაინაში ომის გარდაც, მაგრამ დგანან პროევროპულ გზაზე, თავისი ოლიგარქი მოიცილეს მშვიდობიანად, არჩევნების შედეგად და დგანან სწორ გზაზე.

ჩვენთან არის პირიქით, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელზეც უკეთეს შემთხვევაში რბილად რომ ვთქვა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პუტინის რეჟიმს ხელს უწვდიან - ქვეყნის შიგნით აძლიერებენ, ელაპარაკებიან, უსურვებენ წარმატებას, ცდილობენ დაეხმარონ, არ იღებენ საკანონმდებლო აქტებს, იმისთვის, რომ შეზღუდონ შავ ხვრელად საქართველოს ქცევა და ეს რეალობა თუ არ შეიცვლება და ამის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით, ყველა დანარჩენი განაცხადი, რომ მოდი ახლა ვაიძულოთ ამ ხელისუფლებას ეს პუნქტები შეასრულოს, არის გულუბრყვილობა კარგ შემთხვევაში.

თქვა ტელეკომპანიას პირველის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები