ევროპულმა საქართველომ დავიწყეთ დეოლიგარქიზაციის კამპანია. დღეს ბათუმში ვართ. აქ საღამოს 21:00 საათზე გვექნება აქცია და ფილმის ჩვენება, სახელწოდებით: ქართველი, მაშასადამე ევროპელი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ და ყურადღებას ვამახვილებთ პოლიტიკურ შინაარსზე, რაშიც, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ძალიან დაცლილია. ქართული პოლიტიკური შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გვეკუთვნის და უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ამაში ძალიან ბევრი სისხლი და ოფლი ჩადეს ჩვენმა წინაპრებმა, მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ამ ეროვნულ ინტერესებს, წარსულსა და ისტორიას ღალატობს. ამიტომ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავალთ და ამის შესახებ ყველგან ვილაპარაკებთ სხვადასხვა ხერხით. ამის შესახებ ჩვენ კარგი ფილმი გვაქვს მომზადებული, ჩვენს ისტორიაზე, გამოცდილებაზე. აგრეთვე, ვმართავთ გამოფენას და მე მგონია, რომ ეს არის ზუსტად ის პოლიტიკური შინაარსი, რაც გვაერთიანებს და რისკენაც უნდა გავაკეთოთ კონსოლიდაცია მომავლისკენ, რომლისთვისაც ვიღწოდით დიდი ხნის განმავლობაში.
დეოლიგარქიზაციის კამპანია
ნონიაშვილი: ქართული პოლიტიკური შინაარსი არის ის, რომ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი
tbl.ge/62jy
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა. დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, საზაფხულო თეატრის წინ ფილმის "თავისუფლებისთვის" ჩვენება გაიმართება.
ამავე თემაზე
- 16:00-ზე ფილმის ჩვენება ხონში, გამოფენის გახსნა ქუთაისში – დეოლიგარქიზაციის კამპანია გრძელდება
- "გვსურს, ადამიანებს ღირებულებებზე ველაპარაკოთ" – ქუთაისში 21:00-ზე ფილმის ჩვენება გაიმართება
- ბოკერია: გვაქვს ისტორიული შანსი, ამ ბოროტებას, რასაც რუსეთი განასახიერებს, თავი დავაღწიოთ
- ჩერგოლეიშვილი: საბაზისო ჭეშმარიტებაზე უნდა შევთანხმდეთ – ევროპელები ვართ და რუსეთი მტერია
- ქუთაისში 9 ივლისს ფილმს "ქართველი მაშასადამე ევროპელი" აჩვენებენ, 10-11-ში - გამოფენა გაიხსნება