დეოლიგარქიზაციის კამპანია

ჩერგოლეიშვილი: საბაზისო ჭეშმარიტებაზე უნდა შევთანხმდეთ – ევროპელები ვართ და რუსეთი მტერია

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, საბაზისო ჭეშმარიტებებზე შეთანხმება გვჭირდება მანამდე, სანამ ბევრს ვიკამათებთ სხვა თემებზე. ერთ-ერთი ასეთი საბაზისო ჭეშმარიტებაა ის, რომ ჩვენ, ქართველები, ვართ ევროპელები და ჩვენი მტერი არის რუსეთი. ამ ორ საკითხზე შესათანხმებლად ჩამოვედით ბათუმში და ჩამოვიტანეთ ფილმი, რომელიც ეძღვნება უკრაინისა და საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ ფილმით ძალიან ნათლად, ჩვენი ინტერპრეტაციების გარეშე ჩანს, რას ებრძვის რუსეთი  და ამასთან ჩვენ ამ ფილმით ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც ქართულ იდენტობაზე საუბრობენ. 

აქ არ ვისაუბრებთ ჩვენ, აქ არ ისაუბრებს არავინ არც სამოქალაქო სივრციდან, არც პოლიტიკური სპექტრიდან - აქ ისაუბრებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენზე 100-ჯერ და 200-ჯერ დიდი ავტორიტეტები არიან იმისთვის, რომ აქ მოსულ ადამიანებთან შეთანხმდნენ იმ საკითხზე, რომ იყო ქართველი ნიშნავს, იყო ევროპელი. 

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, საზაფხულო თეატრის წინ ფილმის "თავისუფლებისთვის" ჩვენება გაიმართება

კომენტარები