პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად. შესაბამისად, ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით. თუმცა, არ ვიცი, ისინი რამდენად გაითვალისწინებენ და გაითავისებენ ამ მოთხოვნებს. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული. ცხადია, ყველაზე არ არის საუბარი, მაგრამ მგონია, რომ დიდი ნაწილი არ შეუერთდება დეპოლარიზაციის მოთხოვნას, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო გაცხადებული და პირველ პუნქტად არის ჩაწერილი. ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ გრძელდება დესტრუქცია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი არ შეეშალოს ქვეყნის აღმშენებლობას.
საქართველო-ევროკავშირი
კალაძე: პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად, ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს
tbl.ge/62hb
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახაკალაძემ.
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
- პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა




