რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მედია: შოიგუმ პუტინს შეატყობინა, რომ ლუგანსკი სრულად გათავისუფლებულია

ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ
Kremlin

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეატყობინა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სრულად გათავისუფლებულია. 

"დღეს, 2022 წლის 3 ივლისს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა ს.კ. შოიგუმ მოახსენა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალს ვ.ვ.პუტინს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლების შესახებ".- ნათქვამია დეპარტამენტის პრესრელიზში.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

კომენტარები