რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემენ

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მადრიდიდ NATO-ს სამიტზე ისაუბრეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა უკრაინას დამატებით სამ-სამ ჰაუბიცას გადასცემს.

"თვითმავალი ჰაუბიცა 2000 ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული საარტილერიო იარაღია მსოფლიოში". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას ძირითადად მიაწოდეს აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრი ქვეყნების მარაგებიდან საბჭოთა ჰაუბიცები. თუმცა, აშშ-მ და ზოგიერთმა სხვა მოკავშირემ დაიწყო კიევისთვის დასავლური ჰაუბიცის მიწოდება. გერმანიამ და ნიდერლამდებმა ამ დრომდე უკრაინას უკვე 12 ჰაუბიცა გადასცეს.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის პარალელურად, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ქვეყნების "იარაღით გატენვა" საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

კომენტარები