ავტოსაგზაო შემთხვევა

ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთთან შეჯახებას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა

ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთთან შეჯახებას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები