რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

Petras Malukas/Agence France-Presse - Getty Images

ლიტვამ რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტი კანონით სრულად აკრძალა, გარდა კალინინგრადის რეგიონიდან. სეიმმა კანონი ბუნებრივი აირის შესახებ 123 ხმით მიიღო, მხოლოდ ორმა დეპუტატმა შეიკავა თავი ხმის მიცემისგან.

ლიტვის მთავრობის ცნობით, ქვეყნის გაზის გადაცემის სისტემა და Klaipedos Nafta-ს ბუნებრივი აირის ტერმინალი მომარაგდება გაზით მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საფრთხეს არ უქმნიან ეროვნულ თავდაცვას. 

მანამდე, 2 აპრილს ლიტვამ რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებით ის გაზპრომისგან გაზის მიმღები ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვა უარი.

კომენტარები