აშშ-ჩინეთი

სალივანი ჩინეთს: არ ვაპირებთ მსოფლიოს მეტოქე ბლოკებად დაყოფას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს  მომდევნო კვირებში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გერმანიაში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტს [ბაიდენი] და პრეზიდენტ სის მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ. არ შემიძლია კონკრეტული დროის დასახელება. ეს არ იქნება G7-ის შემდეგ პირდაპირ". – თქვა სალივანმა.

სალივანის თქმით, ჩინეთი G7-ის სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

"ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს მეტოქე ბლოკებად დაყოფას და ყველა ქვეყნის იძულებას, აირჩიონ მხარე. [...] ჩვენ გვინდა რიგი პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომლებიც ყველასთვის სამართლიანია. ჩვენ გვინდა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთნაირი აზრის მქონე პარტნიორებთან, იმ მიზნით, რომ ჩინეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ, დაემორჩილოს ამ წესებს". – ამბობს სალივანი. 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს". - წერია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები