აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და აშშ-ში გაფრინდა.
CNN-ის ცნობით, მისი თვითმფრინავი პეკინის აეროპორტიდან უკვე აფრინდა.
ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტის სამდღიან ვიზიტს ორივე მხარემ "ისტორიული" უწოდა.
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა ვიზიტი "ისტორიულად და გარდამტეხად" შეაფასა და განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა თავიანთ ქვეყნებს შორის "კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური ურთიერთობის ახალი ჩარჩო" ჩამოაყალიბა. ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ვიზიტი "ძალიან წარმატებული, მსოფლიო მნიშვნელობის და დაუვიწყარი" იყო.





