ოპოზიციასთან ერთად მზად ვართ, რომ ის 12 პუნქტიანი გეგმა იქნება, თუ ნებისმიერი საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას და ზოგადად წევრობას დააჩქარებს, ბუნებრივია, ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ოღონდ, ოპოზიციამ გადმოდგას კონსტრუქციული ნაბიჯები.
tbl.ge/624g
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება




