საქართველო-ევროკავშირი

ხოშტარია: დეოლიგარქიზაციაზე სახალხო მოძრაობის გეგმას სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ

გვინდა, გამოვეხმაუროთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში - ეს არის საერთო სახალხო მოძრაობის, შინ ევროპისკენ შექმნა და მათი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ. პირველ რიგში, მინდა მთელი გუნდის სახელით სრული მხარდაჭერა გამოვთქვა ამ მოძრაობის მიმართ. ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, კრიტიკული მომენტი, სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი - ჩვენი ევროპული მომავალი. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკვე ყველასთვის ძალიან ცალსახაა, ეს არის დეოლიგარქიზაციის პროცესი. დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველოს არ აქვს არც განვითარება, არც პერსპექტივა და არც ევროპული მომავალი, ამიტომ ამაზე ყველა ვთანხმდებით და ვნახეთ ორი ძალიან დიდი აქცია, რომელიც საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას ასახავს ამ მიზნების გარშემო. დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომლიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა ხელისუფლების, მთავრობის მთლიანად გადადგომის - ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. 

რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომლებიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა, ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი არჩევნების პირობებში კი ხალხს ჰქონდეს საშუალება, რომ დაუსვას წერტილი დეოლიგარქიზაციას და გვყავდეს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი და მთავრობა. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა.

ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. გუშინ, 25 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები გამოაცხადა - აქტივისტები პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და "ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნას" ითხოვენ

კომენტარები