შინ ევროპისკენ

ზელენსკი: მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან

გამარჯობა, საქართველო! მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობები ჩვენი ჭრილობებია. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია [ცხინვალის რეგიონი] თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით. 

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!

დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა, ჩემი გრძნობა თქვენ მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ! 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. ზელენსკიმ შეკრებილებს ორ ენაზე მიმართა

კომენტარები