დეოლიგარქიზაციის კამპანია

ბოკერია: გვჭირდება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის განეიტრალება, დანარჩენი თავის მოტყუებაა

ევროპული საქართველო

"ეს არის მორიგი ბოდვა, სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ივანიშვილი არაა". - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობიხიძის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა და საფრთხეს იმაში ხედავს, რომ "ოპონენტებს შორის არ მოხდეს საოცარი გაუგებრობა, რომ თითქოს რაიმე ფორმალური კანონების მიხედვით არის შესაძლებელი ამ პრობლემის აღმოფხვრა".

"ჩვენთან ვითარება გაცდენილია მაგ ზღვარს. ჩვენთან ქვეყანა ივანიშვილის მხრიდან ფორმალური კანონებით არ იმართება. ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანონებს აქვს მნიშვნელობა და დეკლარილებულ, ქაღალდზე დაწერილს წესებს, მაგრამ ჩვენ მანდ არ ვართ. ჩვენ გვჭირდება ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება, რაც ქართული ოცნების მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს. ამის გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი კარგ შეთმხვევაში თავის მოტყუებაა და გულუბრყვილობა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი".- ამბობს ბოკერია. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვა, რომ ამაზე  საქართველოში ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია საუბრობს და ოლიგარქები "მათკენ უნდა მოიკითხონ". 

 "უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან ლელოში ხაზარაძე-ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში - სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის".- თქვა კობახიძემ. 

კომენტარები