დეოლიგარქიზაცია

ხელაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: შეიძლება, ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში ნასროლი ტყვია აღმოჩნდეს

მოკლედ შევეხები ამ დეოლიგარქიზაციის თემას – შეიძლება, ეს ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს. ვინაიდან დეოლიგარქიზაცია არის თემა, რომელიც მოხვდა სამივე ქვეყნის შესასრულებელ პირობებში, როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში, ისე საქართველოში. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დასავლეთმა დააძალა გასული წლის ნოემბერში ამ კანონის მიღება, [იყო უკრაინა] და მიიღო უკრაინამ ეს კანონი. მოდი, ვნახოთ როგორ არის ოლიგარქი განმარტებული და რა ეკრძალება ოლიგარქს ამ კამპანიის შედეგად: ოლიგარქი – ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე – პიროვნება, რომელსაც აქვს გავლენა მასმედიაზე, მესამე – პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია ან მონოპოლია აქვს გარკვეულ სფეროში და მეოთხე –  მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს. თუ ამას ავიღებთ, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმებში, ოლიგარქიზაციის. ასე რომ, თუ ზედმეტს მოითხოვენ, შეიძლება, სწორედ...

ჩანაწერი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირი გაკეთდა, მაგრამ როდესაც ოპოზიცია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოწიოს, ამას შეიძლება მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა იმედის ეთერში. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზაცია შეიტანა.

კომენტარები