ქართული ოცნება

იუკნევიჩიენე კობახიძეზე: პუტინიც იგივენაირად ფიქრობს და ლაპარაკობს

ევროპარლამანტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რასა იუკნევიჩიენე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.  

"პუტინიც იგივენაირად ფიქრობს და ლაპარაკობს". - დაწერა იუკნევიჩიენემ. 

ევროპარლამენტარი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "EPP კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანებაა". 

"EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში - საუბარი მაქვს კონკრეტულად ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოზე. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში, ანუ კრიმინალური პარტიები რჩებიან ევროპული პარტიის შემადგენლობაში, მანამდე, რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული პრობლემები". - თქვა მან. 

კომენტარები