რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის იარაღს გაგზავნის

Patrick Semansky/AP

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის ღირებულების იარაღს გაგზავნის.

მხარდაჭერის პაკეტი დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას მოიცავს. ასევე,  მოწინავე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას.

[...] მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ერთგულება, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდითაა, რადგან რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები