საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე კანდიდატობაზე: ის ტყუილები, რომლებიც რეზოლუციაშია, ამ კუთხით უარყოფით ფონს ქმნის

პირველ რიგში, ჩვენ დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება [კანდიდატის სტატუსზე] ევროკავშირის მიერ, საბჭოს მიერ და მთავარი ჩვენთვის არის დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, ქმნის უარყოფით ფონს, ანუ ის ტყუილები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული რეზოლუციაში, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ქმნის უარყოფით ფონს, თუმცა საბოლოო ჯამში კომისია და საბჭო იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი განსჯისა და მსჯელობის ფონზე და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ იქ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას და უფრო მეტიც, არაერთ წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყანასაც კი. შესაბამისად, რა თქმა უნდა სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი, რომ ჩვენც ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და მიღებულ რეზოლუციაზე.

კომენტარები