რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეში რეფერენდუმი წელს გაიმართება – რუსეთის დანიშნული ადმინისტრაციის საბჭოს წევრი

AP Photo / TASS

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის საბჭოს წევრის, ვლადიმირ როგოვის თქმით, ზაპოროჟიეში რეფერენდუმი წლის ბოლომდე გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

"რეფერენდუმი წელს გაიმართება. რეფერენდუმისთვის მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდება. კითხვების ფორმულირებას უახლოეს მომავალში წარვადგენთ. ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას მშობლიურ ნავსადგურში დაბრუნება და დიდი რუსეთის ნაწილად გახდომა რაც შეიძლება მალე სურს". - თქვა როგოვმა. 

როგოვმა ასევე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიედან ყირიმთან სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო კავშირის აღდგენა იგეგმება. ამ გზამ ფუნქციონირება 8 წლის წინ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყვიტა.

აქამდე, როგოვმა თქვა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეში მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გასაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფები გაგზავნას აპირებს. თუმცა, არ პასპორტების გაცემის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები