პუტინის რუსეთი

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ NETFLIX-ის დამფუძნებელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Quartz

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლა კიდევ 61 ამერიკელს აუკრძალა. სიაში მოხვდა სტრიმინგის სერვისის Netflix დამფუძნებელი, ბიზნესმენი რიდ ჰასტინგსი. 

ჰასტინგსის გარდა სანქციები შეეხოთ სხვა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის თავმჯდომარეს, ჯეფრი სპრეჩერს, Nasdaq-ის ხელმძღვანელს, ადენა ფრიდმანს, კინოსტუდია Universal Pictures-ის პრეზიდენტს, პიტერ კრამერს.

განახლებულ სიაში მოხვდნენ ასევე მაღალჩინოსნები, მათ შორის აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი, ენერგეტიკის მდივანი, ჯენიფერ გრენჰოლმი, პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ დონილონი.

მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს 932 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები