რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლისიჩანსკში დაბომბვისას ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი დაიწვა – 40 ადამიანი თავს აფარებდა

ლისიჩანსკი
UNIAN

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ჰუმანიტარული დახმარებსი საწყობი დაიწვას, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. ინფორმაციას უკრაინის შს ავრცელებს. 

"ღამით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა არტილერიისგან დაბომბეს ლისიჩანსკის ცენტრი, დააზიანა ქალაქის შენობები და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის შტაბი, სადაც 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მუდმივად ცხოვრობდა თავშესაფარში. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც აფიქსირებენ დაბომბვის შედეგებს. ამჟამად ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ".- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ოკუპანტებმა ლისიჩანსკი 3 ივნისსაც დაბომბეს. საარტილერიო იერიშების შედეგად, 1 ქალი დაიღუპა. აგრეთვე, დაზიანდა 2 სახლი, ინფრასტრუქტურული ობიექტები და სახანძრო მანქანები.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები